ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 75 წლის მამაკაცი მკურნალობას ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადის.ექიმის მალხაზ ასათიანის თქმით, მამაკაცს დამწვარი აქვს ზედა კიდურები და სახე.მიმდინარეობს დადგენა დაზიანებულია თუ არა სასუნთქი გზები. ექიმის თქმით, გამორიცხული არ არის მამაკაცის თბილისში გადაყვანა გახდეს აუცილებელი.აფეთქება ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე ბინის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, მოხდა, რამაც მცირედი ნგრევაც გამოიწვია.