ქუთაისში, კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის ისევ მძიმეა. ბავშვი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციაში მკურნალობას განაგრძობს. მცირეწლოვანს მენჯის ძვლის გარდა, თავი აქვს დაზიანებული. შემთხვევა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მეზობლების თქმით, დედა რამდენიმე წუთით გავიდა ოთახიდან და შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა.