ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებე - Palitra News

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებე

2020-07-06 13:01:46+04:00

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი და სპეცტექნიკაა ჩართული. ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებენ დრონსა და ექო ლოტს, რომლითაც ფსკერის სკანირება ხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მამაკაცის დაკარგვის შესახებ დღეს დილით შევიდა.