ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი დაიხრჩო - Palitra News

ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი დაიხრჩო

2019-04-04 11:01:39+04:00

ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი დაიხრჩო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რიონიდან მამაკაცის გამოყვანა ადგილობრივმა მცხოვრებმა შეძლო, იგი კონტაქტური იყო, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.