ქუთაისში მოქალაქეებმა მამაკაცი მდინარე რიონში დახრჩობას გადაარჩინეს. მამაკაცი ნასვამ მდგომაროებაში წითელი ხიდიდან გადახტა მდინარე რიონში ის თეთრი ხიდის ქვეშ მოექცა და გადარჩენის მიზნით ქვას ეჭიდებოდა. მის გადარჩენას სამი მოქალაქე ცდილობდა, რომლებმაც საბოლოოდ მამაკაცი წყლიდან ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება