ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ჯაჭვის ხიდთან ბრიფინგი გამართეს და სანაპიროს დაბინძურების ფაქტზე ისაუბრეს.მათი თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, დაბინძურებულია, რაც ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახება. ისინი ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.