ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი დაემატა. 68 წლის მამაკაცი კლინიკაში დილით გადაიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იმყოფებოდა.
კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის კლინიკაში სამი პაციენტი ყავთ.