ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან, 19 სკოლის პირველადი კლასტერია, ორი შემთხვევა ქალაქში მოწყობილ კარავში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირიც ირიბად 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორად კონტაქტს წარმოადგენს. ამ დროისთვის ე.წ სკოლის კლასტერი 50-მდე გაიზარდა. მათი მონაცები ქუთაისში კლებისკენ წავიდა და მდგომარეობა კონტროლირებადია. ახალი შემთხვევა არ გამოვლინდა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ასევე ყველა პასუხი მიიღეს ცაგერში.