ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს.
აქციის მონაწილეებმა მოწინააღმდეგეებს ხუმრობით უპასუხეს. კერძოდ, ქუდები გაუწოდეს და მიმართეს, რომ „კვერცხები იქ ჩაეყარათ“.
ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში, კიკვიძის სკვერში არიან შეკრებილნი, საიდანაც აღმაშენებლის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.