ქუთაისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ქუთაისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

2019-01-10 14:23:43+04:00

ქუთაისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხანძარი ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.