"არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას", "წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს", - ამ ლოზუნგებით ქუთაისში, ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გააპროტესტეს.სასულიერო პირები, პედაგოგები და სტუდენტები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რელიგიური გრძნობების დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა კომპანია "აიისას" მიერ პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების დატანა შეურაცხყოფად მიიჩნიეს და რელიგიური გრძნობების საკანონმდებლო დონეზე დაცვა მოითხოვეს. აქციას შეუერთდნენ პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები.