ქუთაისში ე.წ საფიჩხიის სასაფლაოზე 45-წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს - რას ამბობენ ადგილობრივები შემთხვევაზე? - Palitra News

ქუთაისში ე.წ საფიჩხიის სასაფლაოზე 45-წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს - რას ამბობენ ადგილობრივები შემთხვევაზე?

2018-10-01 11:15:13+04:00

ქუთაისში მკვლელობა მოხდა. 45-წლამდე ასაკის მამაკაცი ე.წ საფიჩხიის სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სავარაუდოდ, მკვლელობა სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და ბრალდებული მეზობლები იყვნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.