ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ქუთაისში და ბათუმში ორი მამაკაცი გრიპის ვირუსით დაიღუპა. შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გააკეთა. გრიპის ვირუსით, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცი დაიღუპა. ექიმების თქმით, ახალგაზრდამ სამედიცინო ცენტრს დაგვიანებით მიმართა. ფატალურად დასრულებულდა მეორე შემთხვევაც ბათუმში, სადაც ასევე გრიპის ვირუსით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბათუმის მედიცინის ცენტრში განმარტავენ რომ შუახნის მამაკაცს გრიპთან ერთად სხვა რისკფაქტორებიც ჰქონდა. ამ სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული უკვე 15 შემთხვევა ფიქსირდება