ქუთაისში 7000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მიზეზი ქსელში ტექნიკური პრობლემაა. მოსახლეობის თქმით, ზამთარში გათბობის სხვა საშუალება არ აქვთ და სიცივეში უწევთ ყოფნა. კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზის ტრანსპორტორების კომპანიას ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, რამაც წნევის ვარდნა გამოიწვია და გაითიშა აბონენტების ნაწილი. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დაწყებულია და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.