ქუთაისში ის მედპერსონალი გამოიკვლიეს, რომლებსაც სხვადასხვა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებთან უწევთ შეხება. როგორც „პალიტრანიუსს“დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, ჯამში შემოწმება 50 ექიმს ჩაუტარდა. მისივე განმარტებით, კორონავირუსზე ყველა მედიკოსის ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 368 მოქალაქე იმყოფება, ხოლო ინფიცირებულია 24 პაციენტი. ამასთან, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.