ქუთაისში ნიკეასა და პასილოკის დასახლებებში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით მაღაზიებიდან წაღებულია თანხა, თუმცა ამ დროისთვის ოდენობა დაზუსტებელი არ არის. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო პერიოდში მაღაზიების გაქურდვის ფაქტები გახშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობაში არასრულწლოვანი ფიგურირებს, რომელიც იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.