ქალაქ ქუთაისს შესაძლოა, განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები აირჩევენ ქუთაისის პოლიციის უფროსს.
წარდგენილი პროექტის თანახმად, ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება გულისხმობს მათ შორის იმას რომ ქალაქი ხდება საქართველოს საპარლამენტო და ადმინისტრაციული დედაქალაქი; ქუთაისში შეიქმნება საქართველოს მთავრობის, სამინისტროების; მარეგულირებელი ორგანოების; აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობები.
ამასთან, პროექტის თანახმად, მთავრობა უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და რეალიზებას.