ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბიუსტის გვირგვინით შემკობით დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა . ქუთაისის მე-3 ქვეითმა ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წარმოადგენა საარტილერიო და ჯავშანტექნიკა.ქუთაისის ქუჩებში დღის განმავლობაში 20-მდე სპორტულ-კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.