ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლებელში 246 სტუდენტია ჩარიცხული. როგორ რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტში სწავლობდნენ უცხოელი სტუდენტებიც, თუმცა, პირველ წელს კოვიდპანდემიის გამო, უცხოელი სტუდენტების მიღება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.
უნივერსიტეტის გახსნას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და განათლების მინისტრი ესწრებოდნენ.