ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს გაიხსნება. უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ცერემონია 13:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებს მიესალმებიან KIU-ს საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ა.ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტი მსოფლიო სტანდარტისაა.
ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.