"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ტაქსებით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევს. ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიურ უფლებას გასცემს. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახუროს და აკმაყოფილებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მოთხოვნის თანახმად, მგზავრების მომსახურების უფლების გადაცემა უნდა განხორციელდეს სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით. დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2018 წლის 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით.