15:25
17 აგვისტო, 2017, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ტერმინალი აშენდება, რომლის ღირებულება 23 მილიონ ლარზე მეტი იქნება
11-08-2017

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 17 აგვისტოს იწურება. პროექტის მიხედვით, ახალი ტერმინალის ღირებულება 23 მილიონ 305 ათას 085  ლარი იქნება და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პრეტენდენტს ბოლო 2013 წლის 1–ლი იანვრიდან - 2017 წლის 1–ელ იანვრამდე წლიურად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით; პრეტენდენტს 2013 წლის 1–ელ იანვრიდან - წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე აშენებული უნდა ჰქონდეს 1 შენობა-ნაგებობა, რომლის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 25 მილიონ ლარს დღგ-ს ჩათვლით ან 2 შენობა-ნაგებობა რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 მილიონ ლარს დღგ-ს ჩათვლით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წელს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 86%-ით არის გაზრდილი. დღეისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები