2018 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით გაიზარდა.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი 72 ათას 210 მგზავრს მოემსახურა. აგვისტოში გაზრდილია ასევე რეისების რაოდენობაც. კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 245 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15%-ით მეტია.
2018 წლის 8 თვის მონაცემებით კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 382 ათას 325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.