"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2018 წლის მაისის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, წინა თვეებთან შედარებით მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, მაისში ქუთაისის აეროპორტი 52 ათას 631 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 187 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 %-ით მეტია.