ქუთაისის საავამდყოფოში მოთავსებულ 20 წლის ახალგაზრდას კორონა ვირუსი არ დაუდგინდა - Palitra News

ქუთაისის საავამდყოფოში მოთავსებულ 20 წლის ახალგაზრდას კორონა ვირუსი არ დაუდგინდა

2020-02-25 15:42:31+04:00

ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 20 წლის გოგოს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზების პასუხი გახდა ცნობილი.როგორც კლინიკის ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, პაციენტს, რომელიც აეროპორტიდან შეიყვანეს H1N1 ვირუსი დაუდგინდა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას ჩვეულებრივ პალატაში ხვალ გადაიყვანენ.მილანიდან ჩამოსული მგზავრი კლინიკაში ტემპერატურით გუშინ შეიყვანეს.