ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავია - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით შენობაში ინვენტარიზაცია დასრულდა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ. ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ დროისთვის კი შენობა დაკონსერვებულია.