ქუთაისის მერმა ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ის არის ხალხის მიერ არჩეული მერი და ის ასრულებს მოსახლეობის დაკვეთას, იმის შესახებ, რომ ქუთაისი იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი. ოპოზიციური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მერის მოღვაწეობა უარყოფითად არის შეფასებული.