01:11
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა
08-04-2020

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. როგორც ის "ფეისბუქში" წერს, ასევე მიდის პოლიტიკიდან.

"2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!", -წერს ჭიღვარია.

AutoPlay
მამაკაცი, რომელმაც შუამთის ქუჩაზე უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას დააკავეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გიორგი გახარია მის ქონებრივ დეკლარაციაზე განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ეს პირდაპირი ჩარევაა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია - გიორგი გახარია რურუას გათავისუფლებაზე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის შეკერილ ფეხსაცმელზე განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
პარლამენტში ნათია თურნავასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები