სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. უწყების ინფორმაციით, საქმე თაღლითობის ფაქტს ეხება. სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას. სუს-ის თანამშრომლებმა მერიის წარმოამდგენელი ქრთამის აღების დროს დააკავეს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.