ქუთაისის კლინიკაში სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - Palitra News

ქუთაისის კლინიკაში სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

2019-01-11 13:55:13+04:00

ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რამდენიმე საათში იქნება ცნობილი კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.