ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმს პაციენტის ოჯახი ადანაშაულებს. კლინიკასთან შეკრებილები ექიმს დაუდევრობაზე საუბროვენ და მის დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, ხერხემლის ოპერაცია არასწორად ჩატარდა. 23 წლის სალომე გვასალია 4 ოქტომბერს სენაკში ხიდან ჩამოვარდა, მას მოტეხილობა ქონდა და ის ქუთაისში გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, გოგო კონტაქტური იყო, ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაცია არ იყო საჩქარო და მას ყველა სათანადო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ. ხერხემლის ოპერაცია 6 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს მას ნახევარი საათით გული გაუჩერდა. ამ დროისთვის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია. ოჯახი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს