ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება. ის კლინიკაში 2 კვირის წინ შეიყვანეს.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის 2 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება, 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.