ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ცოლ-ქმარი მოათავსეს, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ - Palitra News

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ცოლ-ქმარი მოათავსეს, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ

2020-06-12 11:00:00+04:00

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტები წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდებათ. ამ დროისთვის კლინიკაში შვიდი ინფიცირებული პაციენტია. ასევე კლინიკაშია ორი საკვლევი პაციენტია, მათ ანალიზებს აუღებენ.