ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მოათავსეს. საშუალო ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში „ცხელების ცენტრიდან“ შეიყვანეს. ის სატვირთოს მძღოლია და მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტს საჭირო კვლევები უტარდება.
კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი იმყოფება.