ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. პაციენტები კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. ექიმ თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია. მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული, სავარაუდოდ, შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს.