ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ.ხუთი თუ ექვსი პირი კაფე-ბარში შესვლას და ალკოჰოლოს შეტანას ცდილობდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც ბარის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.