2018 წლის ივლისის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52 %-ით გაიზარდა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ივლისში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 75 ათას 372 მგზავრს მოემსახურა. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34%-ით მეტია. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310 ათას 115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 %-ით მეტია.