თებერვალში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 111%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. კერძოდ, 2019 წლის თებერვალში აეროპორტი 47 ათას 573 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა შესრულებული რეისების კუთხითაც. კერძოდ, წინა თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 157 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 91%-ით მეტია.