აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 114 %-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეში მგზავრთა ნაკადმა 36 207 შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის აპრილში 16 881 იყო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე პოპულარული მიმართულება კიევი იყო, რომელსაც ვარშავა, მილანი, ბერლინი და დორტმუნდი მოსდევს. რაც შეეხება მოფრენას, მიმდინარე წლის აპრილში ქუთაისში ყველაზე მეტი - 4 061 მგზავრი გერმანიიდან ჩამოფრინდა ქუთაისში. მოფრენების პირველ ხუთეულში ასევე არიან უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი და რუსეთი.