ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო - Palitra News

ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო

2020-01-27 10:05:39+04:00

თბილისის შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებით, მგზავრების შემოწმება დაიწყო ქუთაისის აეროპორტშიც. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსთან დაკავშირებით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით უზომავენ და მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

ანალოგიური პროცედურები იწყება ბათუმის აეროპორტშიც.