ივნისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94%-ით გაიზარდა. კერძოდ, მგზავრთა ნაკადმა გასულ თვეს 41 812 შეადგინა მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 21 579 იყო. რაც შეეხება ავიარეისებს, ივნისში ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა 66% -ით გაიზარდა.