ავიაკომპანია ფლაიდუბაი ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია საქართველოს მასშტაბით უკვე ახორციელებს ფრენებს ბათუმისა და თბილისის მიმართულებით. 2018 წლის 14 ივნისიდან 22 სექტემბრამდე ქუთაისის მიმართულებით ყოველ კვირას სამი რეისი განხორციელდება. მომავალი წლის მაისიდან ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი ავიარეისები შესრულდება პარიზის, რომის, ბარსელონისა და პრაღის მიმართულებით.