10:31
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კუს ტბასთან კუს ქანდაკების განთავსებისთვის მერია უფრო მეტს დახარჯავს - ტენდერი მესამედ გამოცხადდა
30-07-2021

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა.

კერძოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - კუს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ქანდაკება) განთავსების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29 ათასი ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტენდერი კუს ქანდაქების განთავსების მიზნით, 7 მაისს გამოცხადდა. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. მეორე ტენდერი 15 ივნისს გამოცხადდა, თუმცა, შესყიდვა არც მაშინ არ შედგა. ცნობისთვის, ორივე შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 23 ათას 992 ლარია.

AutoPlay
აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად 15 მლნ აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
როგორ აპირებს მთავრობა ექსპორტის ზრდასა და იმპორტის ჩანაცვლებას
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბიზნესს, რეგულაციებზე მეტად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა აფერხებს - BAG ინდექსი
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ბოლო წლების განმავლობაში პირველად Nokia ახალ სმარტფონებს და პლანშეტს გამოსცემს
24-09-2021
ლეონარდო დიკაპრიო კულტივირებული ხორცის სტარტაპების პარტნიორი გახდა
24-09-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები