სირიაში ქურთების ადმინისტრაცია საერთაშორისო სასამართლოს ფორმირებას ითხოვს, რათა "ისლამური სახელწმიფოს" ათასობით ეჭვმიტანილი წევრის გასამართლება დაიწყოს. ამის შესახებ ბიბისის ერთ-ერთმა ქურთმა მაღალჩინოსანმა აბდულ კარიმ ომარმა განუცხადა. მისი თქმით, სასამართლო უნდა ჩატარდეს სამართლიანად და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით. შეგახსენებთ, სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ბაღუზში, რომელიც ისლამური სახელწმიფოს ბოლო ანკლავი იყო, ტერორისტები დამარცხებულები არიან. მათ წინააღმდეგ სირიის დემოკრატიული ძალები აშშ-ის მხარდაჭერით იბრძოდნენ. ათასობით მებრძოლი ქურთებს დაკავებული ჰყავთ, მათ შორის არიან უცხოელებიც . შეგახსენებთ, ისლამური სახელმწიფო სირიასა და ერაყში 88 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას აკონტროლებდა, ახლა კი სრულიად დამარცხებულია, თუმცა, მისი მებრძოლები მსოფლიოს კვლავ უქმნიან საფრთხეს.