ლეგენდარული როკ ჯგუფის Nirvana ვოკალისტის, კურტ კობეინის თმის ღერები Iconic Auctions-ის მიერ მოწყობილ Amazing Music Auction-ზე 14 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ისინი მას შემდეგ ინახებოდა, რაც მუსიკოსმა 1989 წელს კოლექტივის სადებიუტო ალბომის Bleach მხარდამჭერი ტურნეს პერიოდში, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ყოფნისას, მეგობარს თმა შეაჭრევინა. ლოტის საწყისი ფასი 2 500 დოლარი იყო. მყიდველის ვინაობა უცნობია.