06:53
24 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
კურორტმა ბახმარომ, შესაძლოა, დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე უმასპინძლოს
07-03-2016
გისეირნიათ ღრუბლებთან ერთად? შეგებებულხართ მზის ამოსვლას მესხეთის ქედზე? გინახავთ ცასთან ყველაზე ახლოს მყოფი ნაძვებისა და სოჭის კენწეროები? - თუ ჯერ არ გინახავთ ნისლში ჩაძირული ბახმარო და ერთხელ მაინც არ შეგიგრძვნიათ აქაური ჰაერი, ბევრი დაგიკარგავთ.

კურორტ ბახმაროს უნიკალურობას დასავლეთიდან ხეობაში ზღვის ჰაერისა და აღმოსავლეთიდან მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. ჰაერი აქ ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალეა. გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის განცხადებით, ბახმარო არის კურორტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა იღებდეს დამსვენებლებს.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები