კურორტ "გოდერძი რიზორტს" 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. აჭარის მთავრობის ცნობით, საუბარია 15 მილიონ 790 ათასი ლარის ინვესტიციასა და 254 სასტუმრო ნომერზე. ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ოთხ ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად კურორტზე ჯამში, 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება. მისივე თქმით, ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ლარია.