როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის სიმკვრივეს. კვლევის მონაცემების თანახმად, კურკუმაში არსებული კურკუმინი მოქმედებს უჯრედებზე, რომლებიც ძვლის დაბერებულ უბნებს აცილებს. გენუის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს 70 წლის მამაკაცებისა და ქალების მონაცემები, რომელთაც ძვლის ქსოვილის სიმკვრივე დაქვეითებული ჰქონდათ. კვლევის დასაწყისში მეცნიერები ულტრაბგერით ზომავდნენ მონაწილეთა ძვლის სიმკვრივეს.6 თვის განმავლობაში ზოგიერთი მოხალისე ყოველდღიულად იღებდა დანამატს კურკუმითა და სოიოს ლეციტინით. ასეთი კომბინაციის საშუალებით კუჭში კურკუმას დაშლა აღარ ხდებოდა და უზრუნველყოფილი იყო მისი შეწოვა წვრილ ნაწლავში.კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებში, რომლებიც ღებულობდნენ დანატამატებს, ძვლის ქსოვილის სიმკვრივე 7%-ით გაიზარდა. სპეციალისტების აზრით, კურკუმა ხელს უწყობდა ოსტეოკლასტების ნორმალური აქტივობის შენარჩუნებას. ოსტეოკლასტების გადაჭარბებულმა აქტივობამ შეიძლება ძვლის სიმკვრივე დააქვეითოს.