„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრები და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს და აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს’’.