ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა ბათუმში, პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და ციხეში ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ოჯახის წევრები ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად პროკურატურას სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვენ. იმედა აბაშიძე გასულ კვირას ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი 12 სექტემბერს არის ჩანიშნული.